9 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 იანვარს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 13:05 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაფიჩხოვოს, ახუთს, კირცხსა და მიმდებარე სოფლებს.


ზუგდიდში – 11:00-დან 13:05 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭკადუაშს, ჩხორიასა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 13:05 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჯგალს, ლიასა და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში – 11:00-დან 12:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ მარანს.ასევე აკაკის მე-4 შესახვევს.


ხობში – 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: საჯიჯაოს, ნარაზენსა და მიმდებარე სოფლებს.


სენაკში – 14:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოს, უშაფეთს, ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი