9 მარტს სამეგრელოში “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

 “ენერგო პრო ჯორჯიას”-ს ინფორმაციით 9 მარტს, სამეგრელოში აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ზუგდიდი -10:00-18:30 საათამდე 776 აბონენტს სოფლებში ყულიშკარი, ჭკადუაში, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 11:00-11:30 საათამდე დილით და საღამოს 17:00-17:30 საათამდე 1968 აბონენტს ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, ურიდიას, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ახალსოფელში.11:00-18:00საათამდე მონაკვეთში  384 აბონენტს ქ.სენაკში ცერცვაძის, ფიროსმანის, დავითაიას ქუჩებზე, სოფლებში თეკლათი, უშაფათი, ფოცხო, ეკში.

მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში 365 აბონენტს სოფლებში ბანძა, ნაჯახაო, ბალდა, გაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1464 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის ქუჩებზე, სოფლებში ჯვარი, ობუჯი, ნაკიფუ, ნაცატუ და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 11:20-14:20 საათამდე 44 აბონენტს სოფელ წყემში.

ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 374 აბონენტს ქ.ფოთში მამუკა კაცაძის, პეტრე იბერის, გურიის, ჩეხოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ინფორმაციითვე, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი