პრემიერი – ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსი და საცურაო აუზი აშენდება

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში,  მოსახლეობასთან  შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ზუგდიდის მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ადგილობრივებთან გამართულ შეხედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი