სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, კვირას, 1 ივლისს ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ. აკვაპარკი მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლებს. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.
300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.
მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და ანაკლიის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.