გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
13 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 06:00-13:30 საათამდე 899 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის, სოხუმის, ჩიტაძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი ოდიშის 1 აბონენტს. 09:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 4776 აბონენტს სოფლებში ჭითაწყარი, აბასთუმანი, ინგირი ცაიში, ნარაზენი, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში ღურწკაიას, ბერიას, თავისუფლების, ბარამიას, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი. 09:00-18:00 საათამდე 1696 აბონენტს სოფლებში ხამისკური, ხეთა, თორსა და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 54 აბონენტს სოფელ ზანათში.
ფოთი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 300 აბონენტს ჩიტაძის, მოწერელიას,ფაზისის, ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე. 18:00-18:10 საათამდე და 21:00-21:10 საათამდე 2-ჯერ 10 წუთით 3016 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, რეკვავას, მიქაბერიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი. 11:20-18:30 საათამდე 906 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, კიწია, გურძემი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი. 11:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2015 აბონენტს სოფლებში ზანა, ძველი სენაკი, ნოქალაქევი, შხეფი, ქ.სენაკში სტალინის ქუჩაზე.
წალენჯიხა. 15:30-18:30 საათამდე 1127 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, თამარ მეფის, მიქავას და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.