საქართველოში ანაკლიის პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოში პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან.

5 საერთაშორისო ბანკის 60 წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს.

ვიზიტი 2 დღეს გასტანს, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ანკალიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიასაც მოინახულებენ.

ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი