„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
20 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 06:00-09:00 საათამდე 42 აბონენტს სოფლებში: ანაკლია და განმუხური, ასევე დარჩელის და ბერიას ქუჩებს.
10:00-18:30 საათამდე 927 აბონენტს სოფლებში: ჭკადუაში, ლია, ჩხორია, კორცხელი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.
16:00-დან 17:00 საათამდე 1500 აბონენტს კრილოვის, გრიბოედოვის, ერისთავის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე 847 აბონენტს სოფლებში: საჩინო, ნაგურუ, ჯგალი და მიმდებარე სოფლებს, ასევე წმ.ნინოს, შანავას და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი – 11:00-17:00 საათამდე 1851 აბონენტს რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძის, ადამიას და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 27 აბონენტს სოფლებში: ლესიჭინე.
ხობი – 11:00-18:00 საათამდე 783 აბონენტს სოფლებში: საჯიჯაო და ნარაზენი.
აბაშა – 11:00-15:00 საათამდე 67 აბონენტს სოფლებში: ქოლობანი.
მარტვილი – 07:00-14:00 საათამდე 4856 აბონენტს სოფლებში: დიდიჭყონი, თამაკონი, ტალერი, გაჭედილი, ნოღა და მიმდებარე სოფლებს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.