გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
23 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ფოთი. 12:00-18:00 საათამდე 138 აბონენტს აღმაშენებლის, მიქაბერიძის, ლიეპაიას და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი. 10:40-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 838 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ნამიკოლაო, დოშაყე და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა. 12:00-13:00 საათამდე 665 აბონენტს სოფლებში ჭალე, მუჟავა, ჯვარი და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ქ.წალენჯიხაში კალანდიას ქუჩა, ოჭანეს უბანში. 12:00-18:30 საათამდე ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე 2 აბონენტს.
აბაშა. 12:00-18:00 საათამდე 361 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის ქუჩა, სოფელ ნაესაკოვოში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.