7 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანებისის სასახლის ეზოსა (15:00 საათი) და ენგურის ხიდზე (12:00 საათი) ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს.
27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს “პიანინო”. ზუგდიდის კონცერტების პარტნიორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.
პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეუძლია.
ტურნეს დასკვნითი კონცერტი დღეს – 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.