სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში სამეგრელოში, ზუგდიდში ჩავიდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ადგილზე მხარდამჭერებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.

„სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებაში ვარ აქ ჩამოსული და ზუგდიდის მიღება ყოველთვის ასეთი იყო. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ დედაჩემი იყო მეგრელი, თუმცა იმედი მაქვს, მარტო ამიტომ არა. აქ არის ნდობა და ამისთვის ზუგდიდელების მადლობელი ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების კამპანიას აგრძელებს და ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი