აჯიკის პირველი ფესტივალის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული საქართველოს ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ” ფესტივალზე წარადგენს და ევროპის თასისთვის იასპარეზებს.
ჟიურიმ გამარჯვებულები ტესტირებითა და ათბალიანი შეფასებით შეარჩია. ფესტივალის გამარჯვებული -ინოვაციური პროპდუქტი აჯიკით: ,,ქოუნ ქალჩერ”-ნაყინი ვანილით და აჯიკით გახდა.
საუკეთესო ტყემალი: 1)ასმათ შენგელია, 2)შაზინა თავაძე, 3)სევერიანე ლატარია;
საუკეთესო მშრალი აჯიკა: 1)ციალა მელიქიძე, 2)შპს ,,ლ’ჯიმ”, 3)ალეკო აკოლაშვილი;
საუკეთესო მწვანე აჯიკა: 1)მაია კალანდია, 2)მადონა გვასალია, 3)თამარ ნიჟარაძე;
საუკეთესო პომიდვრის საწებელი: 1)მაია კალანდია, 2)შაზინა თავაძე, 3)ციალა მელიქიძე;
საუკეთესო სვანური მარილი: 1)შპს ,,ლ’ჯიმ”, 2)შპს ,,ედნა”, 3)სევერიანე ლატარია;
საუკეთესო წითელი აჯიკა: 1)შპს ,,ედნა”, 2)ზურაბ კოხრეიძე, 3)ხათუნა სალუქვაძე.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ორგანიზატორების განცხადებით ის ყოველწლიურად ჩატარდება.
ფესტივალში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებსაც წარმოდგენილი ქონდათ საკუთარი პროდუქცია.