გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 სექტემბერს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი.10:00 დან 18:30 საათამდე 3002 აბონენტს ქ.ზუგდიდში კრილოვის, გრიბოედოვის, აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას და მიმდებარე ქუჩებზე. სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი, ახალსოფელი, ოდიში, ორულუ და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი თორსა-დღვაბა.

ფოთი. 11:00დან 18:00 საათამდე 206 აბონენტს აღმაშენებლის, თამარ მეფის, დადიანის ქუჩებზე.

მარტვილი. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1225 აბონენტს სოფლებში ბალდა, მუხურჩა, დ/ჭყონი, ნაფოსტარი და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 11:00დან 15:00 საათამდე 36 აბონენტს სოფლებში ნაესაკოვო, კიბაბულის მასივი.

წალენჯიხა. 11:30 დან 18:00 საათამდე 74 აბონენტს ქ.წალენჯიხაში გაგარინის, ლევან II დადიანის ქუჩებზე, სოფელ ჯვარის ნაწილში. 15:00დან 17:00 საათამდე 513
აბონენტს სოფლებში ფახულანი, ლია, ტყაია.

ჩხოროწყუ. 12:00დან 18:30 საათამდე 136 აბონენტს სოფელ ნაკიანში.
ხობი.16:00დან 17:00 საათამდე 783 აბონენტს სოფლებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენი.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი