ექსპერტიზის დასკვნა: ფოთის თეატრის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობაზე დასკვნა დადო. რომლის მიხედვითაც, შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცვლელია და მისი სრული რეაბილიტაციაა საჭირო.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის თებერვალში თეატრში ჭერი ჩამოინგრა და ადმინისტრაციამ შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა ბიუჯეტს 11 მილიონი ლარი დაუჯდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი