რომის პაპი: “სექსი ღვთის დიდი საჩუქარია”

რომის პაპი ფრანცისკე საფრანგეთის ქალაქ გრენობლეს ეპარქიიდან ახალგაზრდა კათოლიკეებს შეხვდა. მათთან სიტყვით გამოსვლისას პაპი სხვადასხვა საკითხებთან ერთად სექსის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ “სექსი ღვთის დიდი საჩუქარია და არა ტაბუ”.

მან მოუწოდა ახალგაზრდებს, დაიცვან თავიანთი სექსუალობა პორნოგრაფიისა და სხვა ცდუნებისგან, რომლებიც სექსს სიყვარულისგან განაცალკევებს.

“ადამიანები ცოდავენ, მაგრამ ეს არ ეხება სიყვარულის სექსუალობას. სექსი არის ღვთის დიდი საჩუქარი და არა ტაბუ, რომელსაც ორი მიზანი აქვს – სიყვარულის გამოვლენა და სიცოცხლის შექმნა”, – განაცხადა ფრანცისკემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი