ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების მოწესრიგების საკითხის შესწავლის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რომლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განსაზღვრა : 1 კვირა – 3 ლარი, 1 თვე – 10 ლარი, 3 თვე – 15 ლარი, 6 თვე – 25 ლარი, 1 წელი – 40 ლარი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.