ალექსანდრე მოწერელია: “მოქალაქეებთან ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციის ინტენსივობა არასაკმარისია”

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები, მათ შორის პროექტი “სახლის მშენებლობა” და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის – “ერთი თბილი ოთახი”.

ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა მედიკამენტებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საჭიროებაზეც იმსჯელეს.

“ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ, არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ინტენსივობა. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში. მოსაგვარებელია დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწერელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი