გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი-ჩხოროწყუ-ხობი – 00:00-დან 05:00 საათამდე 69145 აბონენტს სოფლებში: კახათი, ლესიჭინე, კორცხელი, ორსანტია, ანაკლია, რუხი, ახუთი, ნაფიჩხოვო, ახალი ხიბულა და მიმდებარე სოფლებს, ასევე კ.გამსახურდიას, თამარ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1605 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ერგეტა, დარჩელი, ოდიში და მიმდებარე სოფლებს, ასევე ბერიას, ჩიტაძის, ლეონიძის, ალ.ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი -12:00-დან 15:00 საათამდე 1243 აბონენტს აღმაშენებლის, დანელიას, კლდიაშვილის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მესტია – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 74 აბონენტს სოფლებში: ხაიში, ლახამულა, ტობარი,დიზი და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილი – 11:00-დან 18:00 საათამდე 173 აბონენტს სოფლებში: გაჭედილი, სალხინო, ნახუანო და მიმდებარე სოფლებს.

სენაკი – 10:40-დან 15:30 საათამდე 135 აბონენტს სოფლებში: ფოცხო, ქვემო ფოცხო და ხორში.

ხობი – 11:00-დან 16:00 საათამდე 474 აბონენტს სოფლებში: ნოჯიხევი, დადიანი, გურიფული და მიმდებარე სოფლებს.

აბაშა- 11:00-დან 17:00 საათამდე 277 აბონენტს სოფლებში: მარანი.

სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი