პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღე სრუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს.
„საქართველომ გაიარა რთული პერიოდი და დღეს არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა ვიყო დამცველი ამ სტაბილურობის. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამისუფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არისმთავარი ძალა პრეზიდენტის, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მევიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე.“,-განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთსაწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე.
„როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდიქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდავიფიქროთ როგორ მოვნახოთ სხვა გზები. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო.
„ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალი, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხიუნდა იყოს მთავარი ჩემი მოღვაწეობისას. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხითდასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით,-განაცხადა მან.
შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტებისმხარდაჭერაზე, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეულიდაბრუნება სამშობლოში.