თამუნა ჯიქია: “უგულავას მიერ დასახელებული პირები ჩვენი პარტიის წევრები არასოდეს ყოფილან”

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას ინფორმაციით, 17 პირი, რომლებმაც “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგი უგულავას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს და მის პარტიას შეუერთდნენ, არა მმართველი პარტიის, არამედ, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ.

„ის ადამიანები, ვინც დაასახელეს დღეს ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმოამდგენლებმა, არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ისინი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ბოლო რამდენიმე არჩევნებია, არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ის პარტიაა, რომლის წევრებმაც ბოლო ორი წელი არ იცოდნენ, „ევროპული საქართველოს” წევრები იყვნენ თუ „ნაციონალური მოძრაობის“, – აცხადებს ჯიქია.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის 17-მა ზუგდიდელმა წერვმა დატოვა. დასახელებული ადამიანები ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილის კანდიდატურა მიღებელია და ამიტომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი