საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება შესაძლოა დასჯადი გახდეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს –  “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებება,  პარლამენტს ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტი დეპუტატებმა, ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზდეს, რომლის  მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი