მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის აშენებაზე ორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა.

ამის შესახებ პრემიერმა “მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი