ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ყველა უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, წინასწარი შედეგებით 38,64% ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 37,74 % ,,გაერიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მესამე ადგილზე ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე 10,97 პროცენტით გავიდა.
ცესკოს მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტიდან გამარჯვება 38 მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 26 მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა.
გრიგოლ ვაშაძე ძირითადად დიდ ქალაქებში დაწინაურდა, მათ შორის ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, გორში, რუსთავსა და თელავში.
გრიგოლ ვაშაძემ 50 პროცენტიანი ბარიები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში წალენჯიხასა და თელავში გადალახა. სალომე ზურაბიშვილმა კი 50 პროცენტიანი ბარიერი 14 მუნიციპალიტეტში გადალახა. ესენია: მესტია, ლენტეხი, ამბროლაური, საჩხერე, ონი, ქედა, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი.