ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, “ენმ” და “ევროპული საქართველო” ერთი და იგივე ორგანიზაციია და თუ ადამიანები ტოვებენ აღნიშნულ ორგანიზაციას, მიზეზები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებონ.
„მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე ორგანიზაციიაა. ამდენად ის ფაქტი, რომ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ რაიმე გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.
სხვა მხრივ ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მოგეხსენებათ ეს არის მათი ხელწერა თუ რატომ ტოვებენ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ პარტიაში უნდა მოიკითხონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მერაბ ქვარაიამ.