ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი შეხვედრები გაიმართა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

ამჟამად, საარჩევნო კამპანიის მონაწილეები, ზუგდიდში, ხორავასა და ბარამიას ქუჩებზე მდებარე დევნილთა ჩასახლებებში ამომრჩეველს შეხვდნენ. საარჩევნო კამპანიის მონაწილეებმა მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, პრეზიდენტობის კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემტიურად იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი