აფხაზურ და მეგრულ “აჯიკა”-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლის სტატუსი “აჯიკა”-ს ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა.

იმას, რაც დღეს “აჯიკის” სახელითაა ცნობილი, რეალურად “აპირპილ-ჯიკა”, ანუ წიწაკიანი მარილი ქვია. იგი სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს. გადმოცემის თანახმად, ცხოველების მეპატრონეებმა, მწყემსებისთვის განკუთვნილ მარილში, წიწაკის შერევა დაიწყეს. წიწაკიან მარილს მთის ბალახი და ნიორი დაამატეს და სწორედ ასე შეიქმნა აჯიკა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი