ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატამა მერაბ ქვარაიამ N15 უბანზე საკუთარი არჩევანი პირველმა დააფიქსირა. პარლამენტის წევრი უბანზე 08:00 საათზე მივიდა.
„პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურში ველოდებით ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტივობას. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარებულ მომავალს, სტაბილურობას, სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ ჩვენს წარმატებაში. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება მაღალი ევროპული სტანდარტებით, თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.