აბაშაში პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატულო პოლიციის თანამშრომელი  ცივი იარაღით დაჭრეს.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ თანამშრომელმა,  ხეულის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო.

დაჭრილის პოლიციელი ქუთაისის საავადნყოფოშია გადაყვანილი. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ოპერაცია  ჩაუტარდა, თუმცა ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება.

იწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება კი 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი