გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს:
ზუგდიდში – 12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ახალ კახათს,დარჩელს,ანაკლიას,განმუხურსა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში -10:30-დან 18:00 საათამდე სოფლებს: გაჭედილს,ბალდას,სალხინოსა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ლიას,ტყაიას,ფახულანსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე უბილავას,ფიფიასა და ლევან მეორე დადიანის ქუჩებს.
აბაშაში – 11:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს:გეზათს,ზანათს,ძიგურსა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 16:15 -დან 18:15 საათამდე სოფელ პატარა ფოთს.
ჩხოროწყუში – 16:35-დან 18:30 საათამდე ჭავჭავაძის,გობეჩიასა და მიმდებარე ქუჩებს.სოფლებს: ჭოღას,ნაფიჩხოვოს,ხაბუმეს,თაიასა და მიმდებარე სოფლებს.
კომპანიის ცნობით, აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.