გრიპის ვირუსის გამო ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე განანგრძლივდება ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებებში. მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასვენების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც განათლების სამინისტრომ სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება. ვინაიდან 18 იანვარი პარასკევია, სასწავლო პროცესი სკოლებში 21 იანვარს ორშაბათს განახლდება.
ამავე თემაზე ☟