,,ტამიფლუ” დღეიდან უფასოდ გაიცემა

ანტივირუსულ პრეპარატ ,,ტამიფლუს”, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალოდ გამოიღენება დღეიდან ყველა მოქალაქე, ვისაც ის სჭირდება უფასოდ მიიღებს. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა, მისი განმარტებით ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

პრეპარატის მიღება მოქალაქეებს სააფთიაქო ქსელებში ფორმა ასისა და რეცეპტის წარდგენის შემდეგ უფასოდ შეუძლიათ, ასევე პრეპარატის მიღება შესაძლებელი იქნება ოჯახის ექიმენთან.

ამასთან ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსის ნიშნებით მოქალაქეთა მომართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებეში იკლო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი