ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის   დაგეგმილია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზ „ჩხოუშია“-ს რეაბილიტაცია.

“ენერგო- პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, სამუშაოები შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან.  პირველი ეტაპის სამუშოები დაიწყება 26 იანვარს, შაბათს, რის გამოც 10:00საათიდან 18:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქ.ზუგდიდში  ცენტრალური ნაწილს. ქუჩებს: რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, რ.თაბუკაშვილის, ზ.გამსახურდიას, ერისთავის და მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, ტუბდისპანსერს.  სოფლებს: ჭითაწყარი, ინგირის ნაწილს და ოირემეს.

კომპანიის ინფორმაციითვე,  ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით, ხოლო აღნიშნული სამუშოების განხორცილების შედეგად  გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება ენერგომომარაგების  ხარისხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი