ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი შსს-ს თანამშრომელია

ზუგდიდში, ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

1964 წელს დაბადებული პირი, ომის ვეტერანია და ის უწყებაში 2004 წლიდან მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი