ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, საშა კაკულიას, ვენერა გაწერელიას, ვალია ქირიასა და შურა პაჭკორიას, 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, თაიგული მიართვეს და საოჯახო ტექნიკა საჩუქრად გადასცეს.
დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, ვენერა გაწერელია 109 წლის გახდა. ვენერა გაწერელიას 52 შთამომავალი ჰყავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, 100 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს.