ფოთში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა, – აღნიშნულ ფაქტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადება, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფი“აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში დააბრუნებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი