მოქალაქეები, რომლებსაც ქაღალდის პირადობა აქვთ, აიდი ბარათსა და პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, დღეიდან 1-ელ მაისამდე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით და უფასოდ შეცვალონ ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, ელექტრონული პირადობის მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტია.

მოქალაქეები ასევე უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი