ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია), რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.
ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესულია.