გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 2 აპრილს შეეზღუდება:

ზუგდიდში. 11:00-დან 15:00 საათმდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს კოლხიდას, ჭითაწყარს, ახალსოფელს და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, ბარამიას, რ.თაბუკაშვილის, ჭალადიდელის და მიმდებარე ქუჩებს; 14:00-დან 17:00 საათამდე ქ.ზუგდიდში შარტავას, ქუთაისის, კუიბიშევის, ფაზისის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 11:00-დან 14:00 საათამდე ქ.ფოთში 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას, მესხის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00-დან 15:00 საათამდე ლიეპაიას, აღმაშენებლის, მ.აბაშიძის, მამუკა კაცაძის ქუჩებს.

სენაკში – 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.სენაკში მშვიდობის, ღვინჯილიას, ჭყონდიდელის, სანაიას და მიმდებარე ქუჩებს. 14:00დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ჭავჭავაძის, ქიაჩელის, რუსთაველის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე აბონენტს კოლხეთის ქუჩაზე.

აბაშაში – 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ნორიოს, ნოღოხაშს, ეწერს, ქ.აბაშაში ილიას , კილასონიას, მშვიდობის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე რკინიგზის სადგურს და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიებს.

ხობში – 11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00დან 18:30საათამდე სოფლებს პატარა ფოთს, საჭოჭუოს, ჭალადიდს.

მესტიაში – 13:30-დან 18:30 საათამდე სოფლებს ხაიშს, წვირმინდს, ლახამულას, ზედა ვედს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი