თბილისში, დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში 8 ადამიანია გადაყვანილი.
აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა.
მომხდარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამონგრეულია კედლები.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
კომპანია “ყაზტრანსგაზი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი.