5 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ მასწავლებელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელის წინააღმდეგაც ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საქმეა აღძრული, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა თოლორაიას განმარტებით, “სასამართლოსგან მიიღო განჩინება, რის საფუძველზეც აღმზრდელს შეუჩერდა უფლებამოსილება”.

“დღეიდან ის არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს თოლორაია.

ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, ზედაეწერში ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი  შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონაც შეესწრო.

მასწავლებელს წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი