ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა დღეს ერთ ოქრო და ერთ ბრინჯაოს მედალი აიღეს.
ატაცის კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ – ვერცხლი. თურმანიძემ მესამე ცდაზე 206 კგ აიტაცა.
რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, მან პირველ ცდაზე 208 კგ აიტაცა, ხოლო მეორეზე – 218, სწორედ ამის გამო მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.