დარჩელის სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფორმდმა ტენდერი გამოაცხადა. სკოლის მშენებლობისა და პროექტირებისთვის 1 905 203 ლარია გამოყოფილი. დარჩელის სკოლა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

დარჩელში საბაზო სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მის მშენებლობას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

დარჩელის საბაზო სკოლის გარდა სრული რეაბილიტაცია უტარდება დაჩელის N1 სკოლას. სულ მიმდინარე წელს მილენიუმის პროგრამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 საჯარო სკოლას (ით ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის #8 საჯარო სკოლა, ზუგდიდის 10 საჯარო სკოლა, ინგირის მეორე საჯარო სკოლა, დარჩელის პირველი საჯარო სკოლა).

ამასთან ერთად, 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი სხვადასხვა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი