ბავშვების მოწამვლის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიყო

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით მოთავსებულ 10 ბავშვზე ტრეფიკინგის ეჭვი არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა მცირეწლოვანი ბავშვები. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველანი ამ ქალის შვილები არიან.

“აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი