რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. გამოძიების ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსში დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი 37 წლის მაროკოელი იყო, რომელმაც 44 წლის საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. მაროკოელი მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს.

მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი