“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა, სოფელ ჯიხაშკარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის აკაკი მინაშვილისა და ამავე პარტიის წევრების მიერ ადგილობრივ ზარანდიების ოჯახში შეჭრისა და მათზე ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე ბრიფინგი გამართა.
ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიების ოჯახი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეუბნებოდნენ არ შეჭრილიყვნენ ეზოში, ამის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში. ჩიქოვანი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად და სიტუაციის არევის მცდელობად აფასებს.
“დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში ჩამოყვანილი, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ აქ. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის ღირებულებებს და მოსაზრებებს და არ ვუვარდებით ერთმანეთს სახლში და მითუმეტეს არ ვურტყამთ ერთმანეთს სილებს და წიხლებს იმ ადამიანებს ვინც აქ ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკური გუნება განწყობილება აქვთ. ნაციონალური მოძრაობის ჩამოსულ წარმომადგენლებს შეიძლება წარმოდგენა არ ქონდეთ რა ხდება აქ. ნურავინ ნუ გამოიყენებს ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს დაძაბულობის შესაქმნელად. ჩვენს საარჩევნო კამპანიას აქვს საქმიანი მიდგომა, ჩვენ ვართ ამომრჩევლებზე ორიენტირებული და იმ შეთავაზებებზე რაც ზუგდიდს გააუმჯობესებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობა ცხადად ჩამორჩება და ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, მათ აქვთ მცდელობა არიონ სიტუაცია, ისინი არიან ჩამოსულები და არანაირი შეხება არა აქვთ ზუგდიდთან. მათ აქვთ სრული თავისუფლება იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები, მაგრამ პატივი უნდა სცენ თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცეს და საკუთარ ეზოს და პატივი უნდა სცენ იმას, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს სტუმართმოყვარეობით და ურთიერთგატანით ვხვდებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, პროვოკაციები, რასაც ადგილი აქვს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის რთულად ასატანი მოქალაქეებისთვის:
“არა აქვს მნიშვნელობა ესენი იქნებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ ნებისმიერი სხვა ადამიანები, რომელთაც მწარედ ახსოვთ ის გამოცდილება რაც ამ ქალაქში 9 წლის განმავლობაში ქონდათ. თქვენ კარგად ნახეთ კადრებში, რომ ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ამ რეგიონს ტერორის ქვეშ ამყოფებდნენ, დღეს ღიად მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში და ზუსტად ეს აღიზიანებს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, მივმართავ მათ, რომ ძალიან დიდი მოთმინებით მოეკიდონ ამას და ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს, ჩვენ ასევე მივმართავთ სამართალდამცველებს, რომ ყველა ესეთი ფაქტი იყოს აღკვეთილი”.
ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს სამართალდამცველების თუ რომელიმე ქართული ოცნების მხარდამჭერი იქნება პროვოკაციაში შემჩნეული, მათზეც შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
“ჩვენ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოვიყვანეთ საარჩევნო კამპანია სტაბილურად, ჩვენ გააზრებულად ვმოქმედებთ, ჩვენ ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი როგორი იქნება დარჩენილი 7 დღე, კარგად გვესმის და გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოცირების გზით ცდილობს საზოგადოების გაღიზიანებას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ, მშვიდად ვიაროთ ეს ერთი კვირა და 19 მისს გეგა შენგელიას გამარჯვება ვიზეიმოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, მისი თქმით, კადრებში სადაც ნაციონალური მძრაობის წევრების შევარდნაა და ძალადობა ჩანს ასახულია კუდის ზუგდიდის განყოფილების ყოფილი უფროსი რუსლან შომახია, რომელსაც საზოგადოება კასრების საქმიდან იცნობს.