ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მასთან ორი პირი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

როგორც ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

მისი თქმით, შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაზარალებულის სტატუსით იკითხება ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი