ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურში საზაფხულო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს, ასევე ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები ხორციელდება. სამუშაოებისთვის 2 129 650 ლარია გამოყოფილი.
ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე, განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
რეაბილიტირდება ამფითეატრი; მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები;
მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები; სანაპირო ზოლზე მოეწყობა გასახდელები;
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეები დაირგო; რეაბილიტირდება საფეხმავლო ხიდი;
ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი რეაბილიტირდება; რეაბილიტირდება განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედანი.