67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 95-ე უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა.
,,პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა. რა უნდოდა ვერ გავიგე. მედავებოდა პარკში სიები გაქვსო, არადა ფეხსაცმელები მქონდა“, – აცხადებს სორდია.
ქალი ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ნიკა გვარამიამ სორდიას “ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.
ზუგდიდის 82-ე უბანზე დილიდან ხმაური იყო. კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.