მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები წესდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები წესდება. ცვლილებები პარლმენტმა მესამე მოსმენით დაამტიცა.

ცვლილების მიხედვით, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, თუ სატრანსპორტო საშუალებით ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში გაივლის, გააჩერებს მანქანას ან დადგება.

50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ველოსიპედის ბილიკზე, ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე, დგომაზე ან მოძრაობაზე.

ასევე, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება თუ მისი სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდება, ან დადგება რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან TEST ნომრის გარეშე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი