ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი