შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება 177ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.